ტრენინგი მიგრაციისა და განვითარების საკითხებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის

2018 წლის 11-15 ივნისს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (მსო) თანამშრომლობით თბილისში ჩატარდა მიგრაციისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კახეთისა და იმერეთის მხარეთა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

მიზანი აღნიშნული კურსისა (რომელსაც წინ უძღოდა მსსკ-ის სამდივნოსა და მსო-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეხვედრები აღნიშნული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან) იყო ადგილობრივ თვითმმართველობათა შესაძლებლობების ზრდა მიგრაციისა და განვითარების მიმართულებით, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის გააზრებას და აღნიშნული კავშირის ჭრილში არსებულ შესაძლებლობათა გამოკვეთას, რომელთა მიმართვა წარმატებით შეიძლება ქვეყნის, და მათ შორის, ადგილობრივი განვითარებისკენ. შესაბამისად, ტრენინგში მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მსსკ-ს წევრმა უწყებებმა, მსო-ს საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ტრენერებმა ერთობლივად იმსჯელეს იმ სარგებელზე, რომელიც მიგრაციაში ჩართულმა ჯგუფებმა და ინდივიდებმა შეიძლება მოუტანონ რეგიონებს, ადგილობრივ დონეზე მიგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით; რაც, ერთი მხრივ, შეიძლება აისახოს ქვეყნის განვითარების პოლიტიკასა და შესაბამის სტრატეგიებში, ხოლო მეორე მხრივ, გახდეს ლეგალური მიგრაციის მყარი ბაზისი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების „საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოში (SBMMG)“ და „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი