ბიზნეს ანალიზის ტრენინგი მეას-ის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის

2018 წლის 11-13 და 16 მაისს მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის (მეას) ანალიტიკოსთა სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბიზნეს ანალიზის ინტენსიური ტრენინგ კურსი გაიარეს. ტრენინგს უძღვებოდნენ მართვის აკადემიის ბიზნეს ანალიზის კურსის ტრენერები.

ტრენინგი ორ ნაწილად ჩატარდა - ბიზნეს ანალიზის თეორიული ნაწილზე და ანალიტიკურ სისტემაზე ორიენტირებულ მოდულის პრაქტიკულ ასპექტებზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მსსკ-ს წევრი 9 უწყების 17 წარმომადგენელმა. მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს ანალიზის სრული ციკლი, ანალიტიკოსის როლი და მეთოდები და მეას-ის ბიზნეს პროცესები.

ბიზნეს ანალიზის კურსი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს დაკვეთით და ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, ევროკავშირის პროექტების - „საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოში“ (SBMMG) და „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ - ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგის პარტნიორია იუსტიციის სასწავლო ცენტრიც.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი