მიგრაციის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - „საქართველოში მიგრაციის მართვის გაძლიერების (ENIGMMA)“ - პროექტის ფარგლებში შექმნილი ეს სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, ერთ სურათად შეკრას მიგრაციის „ფაზლის“ კვლევის ყველა ფრაგმენტი, რათა მკითხველს წარმოუდგინოს მიგრაციის გასაოცარი სამყარო, მისი ზემოქმედება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და საკითხის პერსპექტივა მომავალში.

დისციპლინათაშორისი ფენომენიდან დაწყებული სახელმძღვანელოში დეტალურად არის ახსნილი, რა ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ მიგრაციის განხილვისას და რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი მათი გათვალისწინება.

- თითქმის შეუძლებელია ბოლომდე ჩაერთო ამა თუ იმ საკითხის შესწავლაში მოცემული საკითხის თეორიული საფუძვლების სათანადო აღქმის გარეშე. სწორედ ამიტომაც შეიცავს ეს სახელმძღვანელო კიდევ ორ თავს წინათქმის სახით: მიგრაციული მოძრაობების ძირითადი ფორმები, სადაც წარმოდგენილია მიგრაციასთან დაკავშირებული ძირითადი განსაზღვრებები და საერთაშორისო მიგრაციის თეორიული ჩარჩო, რომელიც განმარტავს, თუ რა არის მიგრაცია რეალურად.

- მიგრაციის დისციპლინათაშორისი რეალური ბუნება ამ სახელმძღვანელოში განხილულია კვლევაში მიგრაციის ისტორია: მიგრაცია და ჩვენი ცივილიზაციის განვითარება ერთი მედლის ორი მხარეა და ერთის განვითარება მეორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა: მაშასადამე, ასეთი ურთიერთქმედების გზები ისტორიული პერსპექტივით უნდა შეფასდეს.

- მეცნიერება ადამიანის გეოგრაფიის შესახებ იკვლევს ურთიერთობებს ადამიანთა საზოგადოებასა და იმ გეოგრაფიულ გარემოს შორის, რომელშიც ადამიანები მოქმედებენ; და ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების შემადგენლობაზე მიგრაცია დიდ ზემოქმედებას ახდენს ამ სახელმძღვანელოსათვის მომზადდა ადამიანის გეოგრაფიასა და მიგრაციას შორის კავშირების ანალიზი.

- კიდევ ერთი მეცნიერება, რომელიც საზოგადოებას ან მოსახლეობას იკვლევს – უფრო ზუსტად, ადამიანის გამრავლების და მიმდინარე საზოგადოებრივ-ისტორიული განვითარების საკითხებს, - არის დემოგრაფია. ამ მეცნიერებასა და მიგრაციას შორის კავშირები, როგორც ერთ-ერთი დემოგრაფიული პროცესი, აღწერილია კვლევაში სტატისტიკა და დემოგრაფია.

- ამასთან, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მიგრაციის ეკონომიკური ასპექტები, სადაც აღწერილია ემიგრაციასა და იმიგრაციას შორის კორელაციის მრავალი პრინციპი და იდეა, და ისეთი ეკონომიკური კატეგორიები, როგორიცაა, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და გაცვლის კურსი, შრომის ბაზარი და ადამიანის შესაძლებლობათა განვითარება, და სხვა.

- მიგრაციასა და სოციალურ მეცნიერებებს შორის კავშირი უფრო ზოგადად არის განხილული. ეს თავი ძირითადად ფოკუსირებას ახდენს მიგრაციასა და სოციალურ სტრუქტურაზე, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შემადგენელ სხვადასხვა ინსტიტუტსა და ნორმებს, არსებულ მდგრად და გრძელვადიან კავშირებს ღირებულებებსა და სოციალურ როლებს შორის.

-  სტატიაში მიგრაცია და გენდერი განხილულია გენდერის როლი საქართველოს მიგრაციულ ნაკადებში.

- მიგრაციის სამართლებრივი ასპექტები დიდი ხანია მიიჩნევა მიგრაციის მართვის ძირითად ბერკეტად; აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მიგრაციის ყველა კატეგორიის განხილვა სამართლის შესახებ კონკრეტული თავის გარეშე.

- სახელმძღვანელოს სოციალური ნაწილი გაღრმავებულია მიგრაციის შესახებ საზოგადოებრივი აზრით – კორელაცია მიგრაციასა და მასმედიას შორის. საზოგადოებრივი ცხოვრების ეს ასპექტი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ყოველ საზოგადოებაში.

- სახელმძღვანელოს ბოლოს განხილულია კავშირები მიგრაციასა და საჯარო ადმინისტრირებას შორის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

- ცალკე თავი ეძღვნება მიგრაციის ზეგავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე, და პირიქით.

- გარდა ამისა, მიგრაციის სახელმწიფო მართვის საკითხის კვლევა მოცემულია მიგრაცია და საჯარო მართვა თავში.

- მიგრაციის უსაფრთხოების ჭრილში დანახვა გლობალიზაციის კიდევ ერთი შედეგია და მას დამატებითი განხილვა და შეფასება სჭირდება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება თავი – მიგრაცია და უსაფრთხოება.

„ეს სახელმძღვანელო არ ისახავს მიზნად განსაზღვრული პასუხების ჩამოყალიბებას, და არც დასრულებული ნაშრომის პრეტენზია აქვს. მას სურს მხოლოდ დებატების ხელშეწყობა და იმ მასალების მიწოდება, რომლებსაც შეიძლება, ან უნდა დაეფუძნოს ასეთი დებატები“.

ჰუმანიტარული და მიგრაციის სამართლის თვალსაჩინო პროფესორი პიტერ ვან კრიკენი

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი