ეუთო-ს ტრენინგი შრომითი მიგრაციის საკითხებზე გენდერული ჭრილში

2017 წლის 27-28 ივნისს თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა ტრენინგი შრომითი მიგრაციის საკითხებზე გენდერული ასპექტის ჭრილში. ღონისძიება ორგანიზებული იყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ტრენინგი ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების თემატიკას და მიზნად ისახავდა შრომითი მიგრაციის სფეროში ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას; კერძოდ, იმას, რომ ადამიანებმა სქესის მიუხედავად, სრულად ისარგებლონ შრომითი მიგრაციის შესაძლებლობებით და ჰქონდეთ თანაბარი წვდომა შრომის ბაზარზე.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი რეგულარულად მართავს მსგავსი ტიპის ტრენინგებს საქართველოში. 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი