საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

2017 წლის 20 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით მე-9 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების და მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მიგრაციის კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივების შესახებ და, მათ შორის, მიმოიხილეს საქმიანობათა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის სამომავლო მხარდაჭერის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ხელშეწყობას საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი ამოცანების შესრულების პროცესში.

საკოორდინაციო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ ახლდება მიგრაციის სფეროში პროექტების ელექტრონული ნუსხა - „მატრიცა“.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი