პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა

2017 წლის 4 მაისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „მეტი მეტისათვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-9 შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პროგრამის დამასრულებელ ფაზაში განხორციელებული აქტივობების შესახებ; კერძოდ, ხაზი გაესვა მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელ ექსპერტთა აქტიურ ჩართულობას პროგრამის მიმდინარეობისას.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სრულდება 2017 წლის ივლისში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი