საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

2017 წლის 17 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით მე-8 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების და მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მიგრაციის კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივების შესახებ და დისკუსიის მსვლელობისას უპასუხეს დასმულ კითხვებს.

მიგრაციის საკითხებზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, შეხვედრის დროს შედგა ინფორმაციის გაცვლა იმ დაგეგმილი საინფორმაციო ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც ხორციელდება ჩართული ორგანიზაციების მიერ და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის დღიდან, და რომლებიც, ასევე გათვალისწინებულია 2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით.

საკოორდინაციო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ ახლდება მიგრაციის სფეროში პროექტების ელექტრონული ნუსხა - „მატრიცა“.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი