მოწვევა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი და ICMPD-ის პროექტი "მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში" (ENIGMMA) გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციაში „გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი ზეგავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე“. კონფერენცია ჩატარდება ქ. თბილისში, 2017 წლის 10-11 მაისს. კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ წარმომადგენლებს სხვადასხვა აკადემიური სფეროდან, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ანთროპოლოგია, საჯარო მმართველობა, დემოგრაფია და სოციალური გეოგრაფია. კონფერენცია ორგანიზებული იქნება რამდენიმე თემატური პანელის სახით, შემდეგი საკითხების ირგვლივ:

- მიგრაცია და განვითარება;
- მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
- მიგრანტთა ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლება;
- არალეგალური მიგრაცია;
- დიასპორა და მისი კავშირი წარმოშობის ქვეყანასთან;
- მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება;
                                                               - ინტეგრაცია და რეინტეგრაცია.

ორდღიანი კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარებისა და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რათა მათ ერთობლივად განიხილონ თანამედროვე აკადემიურ კვლევათა შედეგები და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი წარმოაჩინონ უფრო ფართო, რეგიონთაშორის ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ, როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მეცნიერებს, მათ შორის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

კონფერენციის აბსტრაქტები (250 სიტყვა, MS Word-ის ფორმატი, ინგლისურ ენაზე, რომელსაც თან ახლავს ავტორის/ავტორების საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლე - 100-სიტყვიანი ბიოგრაფია) უნდა გამოიგზავნოს კონფერენციის ორგანიზატორებთან 2017 წლის 15 მარტამდე მისამართზე: enigmma@icmpd.org.

განაცხადების წარმოდგენისა და დაფინანსების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი