ფულადი გზავნილების თაობაზე მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი მომზადდა

BMP geo

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო პერიოდულად ამზადებს სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-ანალიტიკურ დოკუმენტებს მიგრაციის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე წარმოაჩინოს საქართველოში მიგრაციის სფეროში არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები.

ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი, რომლის თემატურ ბაზაზეც მიმდინარე წელს სამდივნოს მიერ მომზადდა მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი და იგი მიეძღვნა ფულადი გზავნილების სიღრმისეულ ანალიზს. აღნიშნული დოკუმენტის მომზადების პროცესში სამდივნოს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რადგან შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების დიდი ნაწილი სწორედ ეროვნული ბანკის მიერ იქნა მოწოდებული. სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, პროფილის გავლენის ნაწილში ასევე წარმოდგენილია რამდენიმე კვლევის შედეგების ანალიზი, იმაზე თუ როგორ ხდება მიგრანტთა ფულადი გზავნილების გამოყენება საქართველოში მყოფი ოჯახების მიერ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი