მიგრაციის ერთიანმა ანალიტიკურმა სისტემამ სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით, 10-11 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების (GITI) ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისო აღიარების მქონე ღონისძიებას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.

კონფერენცია ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. 15 ნომინაციაში წარდგენილ საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე IT პროექტს შორის ჯილდო ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებისათვის მიენიჭა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საავტორო პროექტს - მიგრაციის ერთიანი ანალიტიკურ სისტემა (მეას).

მეას-ის მიზანია, ქვეყანაში მიგრაციის მონაცემთა მოგროვებისა და ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება და შედეგად, მონაცემებზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის შემუშავება.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი