მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის სხდომა გაიმართა

 სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, 20 მარტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის სხდომა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან სამადაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო დაბრუნების, რეადმისიისა და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხები.
მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის სხდომას მასპინძლობნენ: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი