სასწავლო კურსი დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს კონსულებისთვის

2016 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამდღიანი სასწავლო კურსის დამასრულებელი ნაწილი. აზიისა და აფრიკის ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს საკონსულო სამსახურების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი კურსი ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით.

ღონისძიების პირველ ორ დღეს უმასპინძლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიამ, ძირითადი ფოკუსით საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებაზე. მესამე დღეს კი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელშეწყობით თანაორგანიზებული შეხვედრა, მიეძღვნა სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების მიმოხილვასა და ნამდვილობის დადგენის საკითხებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით გამართული ამ შეხვედრის დროს, კონსულები გაეცნენ სააგენტოს „ფრონტ“- და „ბექ“-ოფისების მუშაობის სპეციფიკას, სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების ძირითად მახასიათებლებს და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს თავიანთი მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი