მიგრაცია მხატვრულ ფილმებში - „Les Sauteurs“ (ისინი, ვინც ხტებიან)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) CineDOC-ის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალთან თანამშრომლობით, გიწვევთ ფილმის „Les Sauteurs“ (ისინი, ვინც ხტებიან) ჩვენებაზე და თემატურ დისკუსიაზე.

ფილმი რეალისტურად ასახავს მიგრანტთა ცხოვრებას გურუგუს მთაზე, რომელიც გადმოჰყურებს ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე მელილას დასახლებას. ამ ადგილზე იყოფა ევროპის კავშირი და აფრიკა მაღალი უსაფრთხოების მქონე სამ ზოლიანი სასაზღვრო ზოლით. ლტოლვილები, უმეტესად საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკული ქვეყნებიდან, ცხოვრობენ ხეებით დაფარულ მთის ფერდობებზე, საიდანაც ცდილობენ მაროკოსა და ესპანეთს შორის მდებარე საზღვრის გადაკვეთას. ერთ-ერთი მათგანია აბუ ბაქრ სიდიბე მალიდან, რომელიც ფილმში წარმოდგენილია, როგორც მთავარი გმირი და დოკუმენტალისტო. არაფორმალურ ბანაკში 14 თვიანი ცხოვრებისა და საზღვრის გადალახვის უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აბუ იწყებს ფილმის გადაღებას - მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გარემოცვასა და ფიქრებზე შემდგომ „ნახტომზე“. მისი ნამუშევარი ასახავს ლტოლვილთა საზოგადოებრივი გაერთიანების შიდა მხარეს და ხატავს იმ ადგილის სევდიან მხარეს, რომელიც ევროპის „ელ დორადო“ უნდა ყოფილიყო.

ჩვენება გაიმართება:

22 ოქტომბერს (შაბათი)კონოთეატრ „ამირანში“ 20:00 საათზე, მე-2 დარბაზში
23 ოქტომბერს (კვირა) კინოთეატრ „ამირანში“ 18:00 საათზე მე-3 დარბაზში.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ CineDOC-ის ფეისბუქს ან ვებ გვერდს: www.cinedoc-tbilisi.com

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი