ფოტოკონკურსი მიგრაციის თემატიკაზე

ლოგო

„მიგრაციული პროცესები ფოტოკადრში“ – ამ სახელწოდებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ფოტოკონკურსს აცხადებს.

ფოტოკონკურსის თემატიკას წარმოადგენს: მიგრაცია, მიგრაციული პროცესები, ემიგრანტები საზღვრებს გარეთ, დაბრუნებული მიგრანტები, იმიგრანტები და ა.შ. (ნებისმიერი კომპოზიცია, რომელიც შექმნის მიგრაციის პროცესის აღქმას).

ფოტოკონკურსი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პროგრამის საინფორმაციო კამპანიის კომპონენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიპიარ ჯგუფი“ ახორციელებს.

ღონისძიება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით გაიმართება.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის პირობებია:

• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
• საკონკურსო ფოტოები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reintegration@mra.gov.ge
• საკონკურსო ნაშრომზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს;
• არ მიიღება გრაფიკული ნამუშევრები და ფოტომონტაჟი;
• არ მიიღება საკონკურსო თემატიკასთან შეუსაბამო, უცენზურო, დისკრიმინაციული ან ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები;
• ფოტოს თან უნდა ახლდეს ნამუშევრის მოკლე განმარტება, დასახელება და ინფორმაცია ავტორის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს კონკურსანტის: სახელს, გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს, პირადი ნომერს.

კონკურსის გამარჯვებულებს სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

კონკურსის დასკვნით ღონისძიება ქალაქგარეთ გაიმართება და მასში მონაწილეობას 10 საუკეთესო ფოტოს ავტორი მიიღებს. საპრიზო ადგილის მფლობელებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცემათ.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ვადები: 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 7 ნოემბრის 18:00 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 311 337
ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge

საკონტაქტო პირები:

რუსუდან ასათიანი - მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
მობილური ტელეფონის ნომერი: 514001715

ირინა ცერცვაძე - დირექტორი, ა(ა)იპ „ვიპიარ-ჯგუფი“;
მობილური ტელეფონის ნომერი: 599 94 66 05

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი