მიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების თემაზე სემინარი გაიმართა

მიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების თაობაზე, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში“, სემინარი გაიმართა.

ღონისძიებაზე განხილეს მიგრაციასთან დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს საპრეცედენტო სამართლის საქმეები. 

სემინარს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ: იურისტები, მიგრაციის სფეროს სპეციალისტები, სტუდენტები, მკვლევარები, არასამთავრობო, საერთაშორისო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრა სტრასბურგი-თბილისი ტელეხიდის ფორმატში ჩატარდა და მასზე ის საგანგებოდ შერჩეული საქმეები განიხილეს, რაც აქტუალურია საქართველოს რეალობისთვის და პოტენციური მიგრანტებისთვის.

დღევანდელ სემინარს წარუძღვა სტრასბურგის სასამართლოში მომუშავე ქართველი იურისტი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც განსახილველი საკითხები წარმოადგინა. დღესვე, თბილისში შეკრებილ აუდიტორიასთან ერთად დისკუსია გაიმართა.

ინფორმაციისთვის, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინიციატივით, მიგრაციის თემაზე 2013-2016 წლების საინფორმაციო კამპანიის კონცეფცია ჩამოყალიბდა. დოკუმენტის ფარგლებში, კომისიის სამდივნომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ერთად, პროექტი შეიმუშავა, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების გათვითცნობიერებაზე მიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი