მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის სამოქალაქო საზოგადოების დღეები

მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის (GFMD) და მიგრაციისა და განვითარების სამოქალაქო საზოგადოების ქსელის (MADE) სამოქალაქო საზოგადოების საკოორდინაციო ოფისი იწვევს მთავრობებს / ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად GFMD 2016-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეებში სტუმრის ან დამკვირვებლის სტატუსით. სამოქალაქო საზოგადოების დღეები ჩატარდება GFMD-ის სამთავრობო დღეების პარალელურად, 2016 წლის 8-9 დეკემბერს დაკაში, ბანგლადეშში.

შარშანდელი წლის გლობალური ფორუმის მიმართ მზარდი სამოქალაქო ინტერესიდან გამომდინარე, GFMD-ის 2016 წლის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა წელს თავს მოუყრის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ქსელების წარმომადგენელ 300 ლიდერს, რომელთაგან GFMD-ის დაახლოებით ნახევარი არის მიგრანტი და წარმოადგენს ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და/ან საერთაშორისო დონეზე მომუშავე მიგრანტთა და დიასპორულ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებებსა და განვითარებაზე ფოკუსირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ კავშირებს, აკადემიასა და კერძო სექტორს.

„მიგრაციისა და განვითარების ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვა ჩვენს საზოგადოებებსა და საზღვრებს გარეთ“ სახელწოდებით წარმართული დებატებისა და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას გაიმართება მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების როლი კონკრეტულ საჭიროებებზე მიმართული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებისას, მთავრობებთან, სააგენტოებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით. განხილულ იქნება მიგრაციის პოლიტიკათა შესაბამისობა 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრულ მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისევე როგორც ლტოლვილებისა და მიგრანტების დიდი ნაკადების გადაადგილების საკითხისადმი მიძღვნილი გაეროს გენერალური ასამბლეის 2016 წლის 19 სექტემბრის უმაღლესი დონის სამიტით განსაზღვრულ ამოცანებთან და მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის დღის წესრიგთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://madenetwork.org/civil-society-days-gfmd-2016

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ:
contact@gfmdcivilsociety.org
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი