რაბატის პროცესი

მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე პასუხისმგებელმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნების მინისტრებმა, 2006 წლის ივლისში შეკრებისას გადაწყვიტეს, რომ ერთობლივად იმუშაონ კონკრეტულ და სათანადო რეაგირების მექანიზმებზე ხსენებულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება იმის მყარ რწმენაზე, რომ კარგად მართული მიგრაცია წარმოადგენს შესაძლებლობას, როგორც ინდივიდების, ასევე სახელმწიფოებისთვის აფრიკასა და ევროპაში. უფრო მეტიც, ეს უნდა ემყარებოდეს სიღარიბესთან ბრძოლის პრინციპებს, მდგრადი განვითარების და თანაგანვითარების სტიმულირებას და მიგრანტთა და ლტოლვილთა უფლებების და ღირსების პატივისცემას. რაბატის პროცესი წარმოიშვა, როგორც დაბალანსებული, პრაგმატული და ოპერატიული თანამშრომლობის მექანიზმი დასავლეთ და ცენტრალური აფრიკიდან წამოსული მიგრანტების წარმოშობის, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყნებს შორის.

ამ ევრო-აფრიკული დიალოგის ფარგლებში, 60-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია რეგულარულად ხვდება ერთმანეთს, იმისათვის რომ ტექნიკურ და მაღალი რანგის მოხელეთა დონეზე განიხილოს მიგრაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მაშინ როდესაც ევრო-აფრიკული მინისტერიალის შეხვედრები კონცენტრირებულია სტრატეგიული მიზნების განსაზღვრაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.processusderabat.net/web/newsletters/17/en/rabat_201406_en.php

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი