მიგრაციის შესახებ ლექციებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ICMPD იწვევს სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ ლექციებზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 23-25 სექტემბერს, შაბათ-კვირას, ქ. მცხეთაში, სასტუმროში „ჯინო ველნეს მცხეთა“.

მიგრაციის საკითხებზე სასწავლო კურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროქტის ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოიცავს ლექციებს და სემინარებს, თემაზე „შესავალი მიგრაციის სწავლებებში“.

ლექციები და სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, მონაწილე პირებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის სათანადო დონეზე ფლობა. ამასთან, ღონისძებაში მონაწილების მისაღებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია, ხოლო დასწრება უფასოა. პროექტი უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსებას და კვებას, ასევე მგზავრობას ორივე მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობის მსურველმა პირებმა, 2016 წლის 16 სექტემბრამდე, ორგანიზაციის ელ. ფოსტის მისამართზე – enigmma@icmpd.org – უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა, ხოლო საჯარო სამსახურში მუშაობის შემთხვევაში – სამუშაო ადგილი (პოზიცია/თანამდებობა და დამსაქმებელი უწყება).

ღონისძიების დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე, ხოლო კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ორგანიზაციას ელ. ფოსტაზე: enigmma@icmpd.org.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი