სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 10 აგვისტოს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ მე-13 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015 წელს შესრულებული სამუშაოები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.

„სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი“ 2011 წელს ჩამოყალიბდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს ჯგუფში ჩართული ყველა მხარის საქმიანობას რეინტეგრაციის მდგრადი და ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი