შეხვედრა IOM-ის გლობალური მიგრაციის მონაცემების ანალიზის ცენტრის წარმომადგენელთან

2016 წლის 22 ივლისს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა IOM-ის გლობალური მიგრაციის მონაცემების ანალიზის ცენტრის წარმომადგენელთან. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და გლობალური მიგრაციის მონაცემების ანალიზის ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრა. შეხვედრისას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია როგორც კომისიის საქმიანობის, ასევე კომისიის ფარგლებში მოზადებული დოკუმენტებისა და მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის დანიშნულების შესახებ. თავის მხრივ, გლობალური მიგრაციის მონაცემების ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა ენ სინგელთონმა სამდივნოს გააცნო მისი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ისაუბრა ცენტრში მიმდინარე პროექტების შესახებ.

სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ჭრილში გამოიკვეთა კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების და სამდივნოს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება მიგრაციის სფეროში მონაცემების შეგროვებისა, დამუშავების და ანალიზის კუთხით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი