საინფორმაციო შეხვედრები სართიჭალისა და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში

6 ივლისს სართიჭალასა და კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ. შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმ კონკრეტული სერვისებისა და სარგებლის შესახებ, რომელსაც დაბრუნებულ მიგრანტებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა.

აღნიშნული ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ორგანიზებით ჩატარდა.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი