ახალგაზრდებმა აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მიგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

მიგრაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს კავკასიის რეგიონზეც. ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო სკოლაში, რომელიც კავკასიის რეგიონის ახალგაზრდებისათვის გაიმართა. მათ გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს და დაეხმარნენ ახალგაზრდებს ამ რთული ფენომენის ანალიზში.

საზაფხულო სკოლას ორგანიზება გაუწია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD). 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ გააკეთა განაცხადი საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, მათგან შეირჩა 50 საუკეთესო კანდიდატი.

ბატონი რობერტ მაქნეილი, სპეციალისტი მიგრაციის და მედიის საკითხებში ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და საზაფხულო სკოლის ლექტორი: „ახალგაზრდები არიან მიგრაციის პოლიტიკის შექმნის, ისევე როგორც თვითონ მიგრაციული პროცესების მომავალი ამ რეგიონში. საზაფხულო სკოლამ შესაძლებლობა მისცა ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებს კავკასიის რეგიონიდან განევითარებინათ თავიანთი შესაძლებლობები, რათა უკეთ გაცნობოდნენ ამ რთულ საერთაშორისო საკითხს.“

საზაფხულო სკოლა ფოკუსირებული იყო მიგრაციის სხვადასხვა ასპექტზე, როგორიცაა მიგრაცია და ეკონომიკა, სოციალური, იურიდიული და ქვეყნის განვითარების საკითხები. საზაფხულო სკოლის დროს განიხილეს ის გამოწვევები, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო აწყდება მიგრაციის პროცესების შედეგად.

სხვა თემატიკასთან ერთად საზაფხულო სკოლა შეეხო შემდეგ საკითხებს: გენდერის როლი მიგრაციის პროცესში, როგორ ახდენს მედია ზეგავლენას მიგრაციაზე და ამავდროულად როგორ ახდენს მიგრაცია ზეგავლენას მედიაზე; რა სახის კვლევის მეთოდები შეიძლება იყოს გამოყენებყლი მიგრაციის ეფექტური ანალიზისათვის.

საზაფხულო სკოლამ შეკრიბა პროფესორების, პრაქტიკოსების და ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფი ოქსფორდის, კემბრიჯის, მაასტრიხტის, სობრონის, სუსექსის უნივერსიტეტებიდან, აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიიდან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან, ბაქოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან და აზერბაიჯანის და საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან.

თამთა ნიკოლაძე: 22 წლის, საზაფხულო სკოლის სტუდენტი, ამჟამად მუშაობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში: „საზაფხულო სკოლა საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის – მე ბევრი ვისწავლე საერთაშორისო მიგრაციის და ამ საკითხის კომპლექსურობის შესახებ, რაც ძლიერ გამომადგება ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს. სკოლამ მომცა განსაკუთრებული შესაძლებლობა ვწვეოდი აზერბაიჯანს და მემუშავა ორივე ქვეყნის სტუდენტებთან ერთად, ამასთანავე გამეტარებინა საუკეთესო დრო.

ვიოლეტა ვაგნერი – ENIGMMA და MOBILAZE პროექტების მენეჯერი, პასუხისმგებელი იყო საზაფხულო სკოლის ორგანიზებაზე. მან განაცხადა: „სტუდენტები იყვნენ საოცრად გონიერი და მონდემებულნი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ხომ ამ ორი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ. ახლა ეს ახალგაზრდები უკეთ არიან გათვითცნობირებულნი, რათა გაუმკლავდნენ მიგრაციის საკითხებს, იმედს ვიქონიებ ჩვენი შემდეგი საზაფხულო სკოლა იგივე დონის სტუდენტების მოზიდვას შეძლებს.

საზაფხულო სკოლა ქ. კახში, სასტუმრო „ელ რეზორტში,“ გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA-ს და MOBILAZ-ს პროექტების ფარგლებში.

მოცემული პრეს რელიზი მომზადდა სტუდენტების მიერ საზაფხულო სკოლის განმავლობაში ერთ-ერთი დავალების შესრულებისას.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი