მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2016 წლის 1 ივლისს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში გაიმართა მოქალაქეობის არმქონეობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2014-2024 წლებში მოქალაქეობის არქონის დასრულების გლობალური სამოქმედო გეგმა და მის საფუძველზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.

სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის შემდეგ სამუშაო ჯგუფი შეჯერდა იმ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში რელევანტურია და უნდა აისახოს მოქალაქეობის არმქონეობის აღმოფხვრის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დოკუმენტი დასამტკიცებლად წარედგინება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას.

სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი