კვლევების პრეზენტაცია პოლონეთსა და ესტონეთში დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ

2016 წლის 28 ივნისს, სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოში, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ორგანიზებით და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელშეწყობით გაიმართა კვლევების პრეზენტაცია, რომელიც „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. კვლევა ორიენტირებული იყო ქართული სამუშაო ძალის პოლონეთის და ესტონეთის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობის და ამ ქვეყნებში მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირებაზე. კვლევის ანგარიშის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს IOM-ის კონსულტანტმა ემილია მალის-ზარემბამ და IOM-ის ექსპერტმა ციური ანთიძემ, ხოლო პროექტის სამოქმედო პროგრამა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ნათია კვიციანმა. კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი დამსაქმებელი ორგანიზაციების და საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“ ხორციელდება საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მიერ და მისი პარტნიორები არიან მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები. პროექტი დაიწყო 2015 წელს და დასრულდება 2017 წელს.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი