ტრენინგი დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით 2016 წლის 20-24 ივნისს ჩატარდა ტრენინგი ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამოვლენის საკითხებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურების, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისთვის.

ტრენინგი ჩატარდა ორ მოდულად: პირველი მოდული ეძღვნებოდა საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტების ნამდვილობის საკითხებს და მას უძღვებოდა ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტების ნამდვილობის ცენტრის ექსპერტი, ხოლო მეორე მოდულის ფოკუსი იყო სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების ნამდვილობა და მას უძღვებოდა ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს ნატურალიზაციისა და იმიგრაციის სამსახურის ექსპერტი.

ტრენინგი წარმოადგენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევის ნაწილს, მიმართულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების შესაძლებელობათა ზრდისკენ, საერთაშორისო სამგზავრო და სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების წარმოების პროცესში სავარაუდო გაყალბების ნიშნების გამოსავლენად, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გლობალურ სამყაროსთან მზარდი ინტეგრაციის ჭრილში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი