მრგვალი მაგიდის შეხვედრა ემიგრაციის ინდიკატორების შესახებ

2016 წლის 23 ივნისს, თბილისში სასტუმრო „ZP Palace“-ში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და ICMPD-ის პროექტ "მიგრაციის მართვის როლის გაძლიერება საქართველოში" (ENIGMMA) ხელშეწყობით, გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა, ემიგრაციის მონაცემთა შეგროვების დამკვიდრებული პრაქტიკის ანალიზსა და ემიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობებს. შეხვედრას ესწრებოდნენ, უნივერსიტეტების, საქართველოში მოქმედი სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელები. შეხვედრაზე საქსტატმა წარმოადგინა ემიგრაციის მონაცემთა შეგროვების არსებული მეთოდოლოგიის ანალიზი, ხოლო ICMPD-ის მკვლევარმა როლანდ ჰოსნერმა მიგრაციული სისტემის ანალიზის კონტექსტში ისაუბრა საქართველოდან ემიგრაციის სტატისტიკის მოპოვების როგორც დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, ასევე განიხილა სხვა შესაბამისი გამოცდილების მქონე ემიგრაციის ქვეყნების მაგალითები. ამის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში კრიტიკულად შეაფასეს არსებული ემიგრაციის ინდიკატორები და განიხილეს ემიგრაციის ახალი ინდიკატორების გამოყენების/დანერგვის საჭიროება.

მიგრაციის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისადმი მიძღვნილი მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსიები გათვალისწინებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიით, რომლის საბოლოო მიზანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს ქვეყანაში ემიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებას.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი