საგრანტო კონკურსი მიგრაციის სფეროში კვლევების შესახებ

მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის შესახებ, ICMPD-ის პროექტ "მიგრაციის მართვის როლის გაძლიერება საქართველოში" (ENIGMMA) ფარგლებში ცხადდება კვლევითი ნაშრომების კონკურსი ინდივიდუალური მკვლევარებისათვის ან მკვლევართა ჯგუფისათვის (დოქტორანტების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის და ა.შ.) რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან.

 

კვლევის თემატიკა შეიძლება იყოს შემდეგი:

  • იმიგრანტების ინტეგრაცია;
  • ემიგრაციის პოლიტიკის განვითარება;
  • დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია;
  • მიგრაცია და განვითარება საქართველოში;
  • განათლების ინტერნაციონალიზაცია;
  • ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში;
  • საზოგადოებრივი განწყობა იმიგრანტების და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების მიმართ;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოს შრომის ბაზარზე;

კვლევის შედეგად უნდა შემუშავდეს დოკუმენტი ქართულ ენაზე (არანაკლებ 5 000 სიტყვის მოცულობით); ნაშრომი ასევე უნდა მოიცავდეს მოკლე შეჯამებას (Executive Summary) ინგლისურ ენაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ივლისი.

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი