მიგრაციის პროფილის შემუშავებისთვის სპეციალური გზამკვლევი მომზადდა

ლოგო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ 2015 წლის ბოლოს დაამტკიცა საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი. წინამორბედებისგან განსხვავებით, 2015 წლის მიგრაციის პროფილი თვისობრივად ახალ, ე.წ. საშუალო ფორმატის დოკუმენტს წარმოადგენს, მისი შემუშავებისას გამოყენებული იქნა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ახალი მეთოდოლოგია. დოკუმენტის ახლებური ფორმატი ორიენტირებულია მომხმარებელზე და განსაზღვრულია ინფორმაციის მაქსიმალურად გამარტივებული სახით მისაწოდებლად.

საერთაშორისო პლატფორმებზე განხილვისას, მიგრაციის პროფილის ქართულმა მოდელმა დიდი ინტერესი გამოიწვია მიგრაციის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო მოამზადებდა ე.წ საშუალო ფორმატის და მოკლე (თემატური) პროფილის შემუშავების სახელმძღვანელოს, რათა ამ მოდელით დაინტერესებული მხარეებისთვის ცნობილი იყოს ის მეთოდები და მიდგომები რაც დოკუმენტის მომზადებისას იქნა გამოყენებული.

კომისიის სამდივნომ მიმდინარე წლის მაისში დაასრულა დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც შეთანხმდა მის მომზადებაში ჩართულ უწყებებთან და გამოქვეყნდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებგვერდზე. დოკუმენტი შემუშავდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) - ფარგლებში.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი