შეხვედრა არალეგალური მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის წარმოების თაობაზე

2016 წლის 23 მაისს, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა შეხვედრა არალეგალური მიგრაციის პრევენციისათვის საინფორმაციო კამპანიის წარმოების თაობაზე. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ბელგიის სამეფოს შესაბამის უწყებებთან და საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით. შეხვედრაში, მონაწილეობდნენ: ბელგიის მიგრაციის სამსახურის, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები.

განხილული იქნა ის საინფორმაციო ღონისძიებები, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბელგიის მიგრაციის სამსახურთან თანამშრომლობით და მათი ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს არალეგალური მიგრაციის პრევენციის კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თავშესაფრის მინიჭების საკითხებზე. აღნიშნულ ღონისძიებათა ეფექტიან განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები. მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და ლეგალური მიგრაციის საკითხებზე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი