საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის საკითხებზე

2016 წლის 5 მაისს ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის მართვისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისი უწყებების მიერ მონაწილეებს თემატურად მიეწოდა ინფორმაცია მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გაიმართა დისკუსია.

ღონისძიება შედგა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაბამის წევრ უწყებებთან და კომისიის სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით. მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებს ხსენებული საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი