ტრენინგი მიგრაციის სტრატეგიის შეფასების საკითხებზე

2016 წლის 27-28 აპრილს, მიგრაციის სფეროში მომუშავე წამყვანი უწყებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ კაჭრეთში რათა მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის შეფასების საკითხებზე გამართულ ტრენინგში. ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საკითხები როგორიცაა სტრატეგიის შეფასების მექანიზმები, აპრობირებული მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები წარმოდგენილი იყო შეფასების და მენეჯმენტის კონსალტინგის (EMC) ექსპერტის მიერ. ტრენინგი ძალზედ ინტერაქტიული აღმოჩნდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მაგალითებს და დისკუსიას სამუშაო ჯგუფებში.

ტრენინგის საფუძველზე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებები შეიმუშავებენ მიგრაციის სტრატეგიის შესრულების ინდიკატორებს და წარუდგენენ კომისიას დასამტკიცებლად.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი