ტრენინგი მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესახებ

2016 წლის 29 მარტს, თბილისის იუსტიციის სახლში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რომლის მიზანიც იყო, საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ანგარიშგების მეთოდოლოგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის გაცნობა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის მსვლელობისას ყურადრება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კვარტალური და წლიური ანგარიშგების ფორმატი, სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების მნიშვნელობა და ელექტრონული სისტემის მოხმარების წესები. სახელმწიფო უწყებებიდან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იმ პირებმა რომლებიც, უშუალოდ არიან პასუხისმგებელი  მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში კომისიის სამდივნოსთვის ცალკეული აქტივობების შესრულების ან შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ანგარიშგებაზე.

მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ანგარიშგების მეთოდოლოგია და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა შემუშავდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტთან ერთად.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი