მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

25 მარტს, თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, ქ-ნი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დაამტკიცეს 2 სამუშაო ჯგუფის შექმნა: პირველი, უცხოელთა ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფი რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებაზე და მეორე, მიგრაცია და განვითარების სამუშაო ჯგუფი რომელიც, იმუშავებს მიგრაციის პოტენციალის გამოყენებაზე ქვეყნის განვითარებისთვის. შეხვედრისას, ასევე განხილული იქნა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მიგრაციის კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგის მდგრადობას.

საუბარი ასევე შეეხო მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესს და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი