მიგრაციის სწავლების საგაზაფხულო კვირეული

enigmma study week

პროექტ ENIGMMA-ს ორგანიზებით და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიგრაციის სწავლების საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სემინარები და ლექციები ადამიანის უფლებათა შესახებ. მიგრაციის კვირეულს, რომელიც გაგრძელდება 2016 წლის 12 აპრილიდან 14 აპრილამდე, უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიგრაციის კვირეულში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მიგრაციის სწავლების საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული სამი ლექცია და სამი სემინარი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ურთიერთკავშირი მიგრაციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჩარჩო და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ლექციები და სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნა მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა.

დამატებითი ინფორმაცია და ლექციების განრიგი იხილეთ აქ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი