პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა

2016 წლის 26 თებერვალს, თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან და მის წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. პროგრამის განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციათა და ჩართულ სახელმწიფო უწყებათა მიერ შეხვედრის მონაწილეებს წარედგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში (2015 წლის ნოემბრიდან დღემდე) განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს მსჯელობა, რომლის დროსაც ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოში მიგრაციის მართვის გაუმჯობესების კუთხით.

შეხვედრა შეაჯამა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა ჩართულ მხარეებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობისა და მხარდაჭერისთვის.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი