საქართველოს 2016-2020 წ.წ. მიგრაციის სტრატეგიის ინგლისურენოვანი ვერსია მომზადდა

ლოგო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საკანონმდებლო მაცნესა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მხარდაჭერითა და დახმარებით, მომზადდა საქართველოს 2016-2020 წ.წ. მიგრაციის სტრატეგიის ინგლისურენოვანი ვერსია. მიგრაციის ახალი სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს, მიმოიხილავს მიგრაციის სფეროს ძირითად მიმართულებებს და ასახავს საქართველოს სახელმწიფო ხედვასა და კონკრეტულ ამოცანებს როგორც სფეროს ეფექტური მართვის, ასევე მიგრაციის პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვის კუთხით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი