მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

2015 წლის 22 დეკემბერს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მე-15 სხდომა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელბთან ერთად ესწრებოდნენ კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. სხდომაზე მიღებული იქნა შემდეგი დოკუმენტები: მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა და მიგრაციის რისკების ანალიზის კონცეფციის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის საკითხები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების მიერ საინფორმაციო კამპანიის კოორდინირებულად განხორციელება.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი