საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი დამტკიცდა

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილის მოსამზადებლად, რომლის შემუშავება და დამტკიცება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. მიგრაციის პროფილის საბოლოო ვერსია დამტკიცებული იქნა, 2015 წლის 30 ნოემბერს, კომისიის მე-14 სხდომაზე.

ქვეყნის მიგრაციის პროფილი წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური ტიპის დოკუმენტს რომელიც, გარკვეული პერიოდულობით ახლდება და მასში კონკრეტული წლების მიხედვით თავმოყრილია კომპლექსური ინფორმაცია, მიგრაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით თვისობრივად ახალ, ე.წ. საშუალო ფორმატის დოკუმენტს წარმოადგენს, მისი შემუშავებისას გამოყენებული იქნა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ახალი მეთოდოლოგია. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტის ახლებური ფორმატი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და განსაზღვრულია ინფორმაციის მაქსიმალურად გამარტივებული სახით მისაწოდებლად.

2015 წლის მიგრაციის პროფილი შემუშავდა ევრკავშირის დაფინანსებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოში მოქმედი ანალიტიკური განყოფილების დახმარებით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი