მიგრანტთა საერთაშორისო დღე

2000 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბერი მიგრანტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიგრაციის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგადი ტერმინი მიგრაცია, თავის თავში მოიაზრებს კონკრეტული ადამიანების ინდივიდუალურ ისტორიებს, სამწუხაროდ ზოგჯერ ტრაგიკულს, პრობლემებს, გამოწვევებს და რასაკვირველია წარმატებებს. ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიოში და კერძოდ ევროპაში მიმდინარე მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საკითხის აქტუალობა და წარმოშვა პროცესების მართვის ახლებური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა.

მიგრაცია და მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, თანამედროვე მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამავდროულად, საკითხის რეგულირება უკავშირდება სერიოზულ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების გზით. საქართველო აღნიშნული პროცესის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამ საქმიანობაში.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, უერთდება მიგრანტთა დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მხარდაჭერას და კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს მიგრაციის მართვის გაუმჯობესებისა და მისი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენების საქმეში.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების დასკვნით ეტაპზე, რომელშიც საქართველო იმყოფება და რაც პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი