შეხვედრა მოსამართლეებთან პერსონალური მონაცემების დაცვისა და მიგრაციის საკითხებზე

2015 წლის 5-6 დეკემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინიციატივით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტ „ENIGMMA“-ს მხარდაჭერით კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადროში“ სასამართლო სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: უზენაესი, სააპელაციო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებმა, ასევე სასამართლოს აპარატების თანამშრომლებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

შეხვედრაზე განხილული იქნა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, არსებული გამოწვევები, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და ისნპექტორის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სპეციფიკა.

სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი ნაწილი, ასევე დაეთმო მიგრაციის საკითხებს. კერძოდ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ სასამართლო ხელისუფლების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მიგრაციის მართვის კუთხით არსებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, გააცნო მიგრაციის ახალი (2016-2020 წ.წ.) სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და ესაუბრა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესზე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი