სამუშაო შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებისთვის

მიგრაციის საკითხებზე კარგად ორგანიზებული მედია კამპანია არის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანი. აღნიშნულთან მიმართებაში კომისიის სამდივნოს თხოვნის საფუძველზე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) - ფარგლებში განახორციელა რამოდენიმე მიზნობრივი აქტივობა.

2015 წლის ნოემბრის დასაწყისში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის ობსერვატორიის ექსპერტის მიერ, შემუშავებული იქნა სატრენინგო სახელმძღვანელო -საქართველოსა და ევროკავშირისთვის საერთაშორისო მიგრაციის ანალიზის შესავალი. აღნიშნულის შემდგომ, კომისიის სამდივნოსთან ერთად, 19 ნოემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, პროექტ ENIGMMA-ს გუნდისა და სახელმძღვანელოს რედაქტორის მიერ, ორგანიზებული იყო სამუშაო შეხვედრა იმ ძირითადი სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც უკავშირდება მიგრაციას.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც მიეძღვნა საინფორმაციო მასალების, სტრატეგიული ამოცანებისა და ძირითადი გზავნილების შემუშავებას, გაუძღვა ბ-ნ რობერტ მაკნეილი. ღონიძიების განმავლობაში, წარმოდგენილი უწყებების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით განხილული იქნა, საერთო სტრატეგიული ამოცანები, სათანადო ვადები, შეფასდა რისკები და შემუშავდა საინფორმაციო მასალების პროექტები.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი