საერთაშორისო ტრენინგ კურსი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის

2015 წის 11 ნოემბერს, გაიმართა საერთაშორისო ტრენინგ კურსი მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებთან ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებიდან. ტრენინგ კურსი გამიზნული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირებისთვის საქართველოში მიგრაციის მართვის პროცესში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე.

კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა, მონაწილეებთან ერთად, განიხილეს საქართველოში მიგრაციის მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი, კოორდინაციის მექანიზმები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები.

ტრენინგ კურსი ორგანიზებული იყო „მშვიდობისა და ინტეგრაციის ცენტრის“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღო რვა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 36-მა ახალგაზრდა სპეციალისტმა.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი