პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა

2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან და მის წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. პროგრამის განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარედგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში (2015 წლის მარტიდან დღემდე) მიღწეული წარმატებების და სამომავლო ღონისძიებების თაობაზე. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და გამოთქვეს წინადადებები სამომავლო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა ჩართულ მხარეებს გაწეული საქმიანობისა და მხარდაჭერისათვის.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი