დოკუმენტების გაყალბების გამოვლენის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანაორგანიზებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისთვის 13 ოქტომბერს ბათუმის იუსტიციის სახლში ჩატარდა ტრენინგი ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამოვლენის საკითხებში.

ტრენინგი გაიმართა მიმდინარე წლის აპრილის თვეშიც თბილისსა და ქუთაისში ორგანიზებულ მსგავს ღონისიძიებათა კვალდაკვალ და მასში მონაწილეობა მიიღეს აჭარის, გურიისა და სამეგრელოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს უცხოური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების სათანადო შემოწმების მნიშვნელობის შესახებ უცხოელთა საქართველოში რეგისტრირებისას, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოს ევროპასთან მზარდი ინტეგრაციისა და ქვეყნის მიმზიდველობის ზრდის ჭრილში.

ტრენინგი ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის სპეციალისტის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი