შეხვედრა ნიდერლანდების მიგრაციის სამსახურთან

25 სექტემბერს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და ნიდერლანდების მიგრაციის სამსახურის ექსპერტებთან დოკუმენტირების საკითხებზე.

შეხვედრას უძღვებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი და მასში მონაწილეობას იღებდნენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქართველოში, კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტოში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების გაცემის სპეციფიკას და პროცედურებს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი