ტრენინგი საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლებისათვის

2015 წლის 12-13 სექტემბერს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ა/ო მიგრაციის ცენტრთან აქტიური თანამშრომლობით, გაიმართა ორდღიანი ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს ხუთი საზოგადოებრივი ცენტრის (ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი, სართიჭალა) თანამშრომლებისათვის.

ტრენინგი ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაცია მიგრაციის ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და , სამოქალაქო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა, მიგრაციის მართვა და კოორდინაციის მექანიზმები საქართველოში, ლეგალური და არალეგალური მიგრაცია თურქეთსა და საბერძნეთში, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეები (ტრეფიკინგი, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, დეპორტაცია, სავალდებულო შრომა და სხვა.), ბენეფიციარების (მიგრანტების და პოტენციური მიგრანტების) კონსულტაციის-ინფორმირების ტექნოლოგიები.

ტრენინგი გაიმართა „G-PAM“-ის პროექტში განხორციელებული, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საცდელი ინიციატივის ფარგლებში. ინიციატივა მხარდაჭერილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ და მისი მიზანია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის სამოქმედო გეგმით მიგრაციის თვალსაზრისით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი