მიგრაციის შესახებ საშემოდგომო ლექციათა ციკლი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი ENIGMMA მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლექციათა ციკლის ორგანიზებას გეგმავს მიგრაციის მეცნიერებათა შესახებ ENIGMMA-ს საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში, რომელიც 2015 წლის 19 – 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ღონისძიებაში დაინტერესებული სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მიგრაციის მეცნიერებათა შესახებ ENIGMMA-ს საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია (1) ლექცია და (2) სემინარების ციკლი მიგრაციის მეცნიერებათა შესავალთან დაკავშირებით (ინგლისურ ენაზე) დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.enigmma.ge/news/autumn-migration-studies-week/.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ დარეგისტრირდნენ ლექციასა და სემინარებზე შემდეგ მისამართზე მეილის გაგზავნით: enigmma@icmpd.org, სადაც მიუთითებენ თავიანთ სასწავლო პროგრამას/სამუშაო ადგილს.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი