განაცხადების მიღება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაზე

ბელგიის სამეფოს იმიგრაციის სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ტენდერს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არალეგალური მიგრაციის პრევენციისადმი მიმართული საინფორმაციო კამპანიიის ჩატარების თაობაზე.

ტენდერის მიზანია, შეირჩეს შესაბამისიკომპეტენციის მქონე ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში განახორციელებს საინფორმაციო კამპანიას საზღვარგარეთ არალეგალური მიგრაციის საფრთხეებთან დაკავშირებით.

დაწვილებითი ინფორმაცია სატენდერო პირობების შესახებ, მონაწილეობის წესები და წარმოსადგენი მონაცემების ნუსხა, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტაციაში (დანართი #1, დანართი #2). ორივე დანართში მითითებული პირობების დაცვით პრეტენდენტების მიერ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბელგიის სამეფოს იმიგრაციის სამსახურს, რომელიც ამ მასალების საფუძველზე შეარჩევს პარტნიორ ორგანიზაციას.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია ბელგიის იმიგრაციის სამსახურს უნდა გაეგზავნოს არაუგვიანეს 2015 წლის 16 სექტემბრისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ნინო მესხი - +995 599 680 163; თამთა ზაალიშვილი - +995 591 945 177;
Katy Verzelen, ტელ: +32 2 793 8216; ფაქსი: +32 2 274 66 94 ელ-ფოსტა: Ilobel@ibz.fgov.be

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი