ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის გზამკვლევი შემუშავდა

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მესამე ანგარიშის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ.

კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. კამპანიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბეჭდური, ინტერნეტ და ტელე-რადიო არხებით საინფორმაციო რგოლების გავრცელება. დღეიდან, 3 აგვისტოდან ვიდეო-რგოლების ტრანსლირება მოხდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი