მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ ცენტრებში შეხვედრები გაიმართება

2015 წლის 30 ივლისს, ქვემო ქართლის რეგიონში, მანგლისისა (14:00 სთ) და კოდას (17:00 სთ) საზოგადოებრივ ცენტრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნ გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გამართავს შეხვედრას მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს:

• სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
• პროფესიული სწავლება;
• სოციალური პროექტების დაფინანსება;
• ანაზღაურებადი სტაჟირება;
• იურიდიული დახმარება.

დანართში წარმოდგენილია, საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ხორციელდება.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი